ზოგადი ცნობები საქართველოზე

 

საქართველო ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

 

  ფართობი:  69700 კვადრატული კილომეტრი

  მოსახლეობა:    საქართველოს მოსახლეობა 1990 წლის ოფიციალური აღწერის მონაცემებით იყო 5 493 000 ადამიანი. დღესდღეობით არაოფიციალური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 500 000-ზე ნაკლებია.

 საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, ძირითადი მოსახლეობა არიან ქართველები (70%). საქართველს სახელმწიფო რელიგიაა მართლმადიდებლობა, თუმცა აქ ცხოვრობენ მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიური კონფესიის მიმდევარი ადამიანები.

  დედაქალაქი:    თბილისი. (მოსახლეობა 1990 . 1 480 000 კაცი).

 

ქვეყნის კლიმატი

კონტინენტურ-სუბტროპიკულია, არის თითქმის ყველანაირი ბუნებრივი ლანდშაფტი. საშუალო ტემპერატურა ზაფხულში +24 გრადუსია, ზმთარში +5 გარდუსი. ნალექი ზომიერია (უფრო მეტი დას. საქართველოში)

  დიდი მდინარეები:  

სიგრძე კოლმეტრებში)

 

 

 მტკვარი 1515

 თერგი 591

 ჭოროხი 438

 ალაზანი 390

 იორი 357

 რიონი 327

 ენგური 221

 ხრამი 220

 ცხენისწყალი 183

 ყვირილა 155

 სუფსა 117

 ლიახვი 115

 ბზიფი 114

 არაგვი 112

 კოდორი 110

 აჭარისწყალი 90

  ტბები:    საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა ფარავანი. ყველაზე ღრმა - ამტყელი (122.). საქართველოს ყველაზე მაღალი მთის მწვერვალია შხარა 5068 . ზღვის დონიდან. ყველაზე მაღალი უღელტეხილია ნაკრა (3203 .)

   დღესასწაულები:      

1 იანვარი                          ახალი წელი

7 იანვარი                          მართლმადიდებლური ქრისტესშობა

19 იანვარი                       ნათლისღება

3 მარტი                             დედის დღე

9 აპრილი                         ხსოვნის დღე

5-6 მაისი                           მართლმადიდებლური აღდგომა

26 მაისი                             დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო                     კონსტიტუციის დღე

28 აგვისტო                     მარიამობა

14 ოქტომბერი                 სვეტიცხოვლობა

23 ნოემბერი                   გიორგობა