კლიმატური პირობები

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების დაახლ. 99.4% ძალიან მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს - 7951. საქართველოს მდინარეთა მთავარი წყალგამყოფია ლიხის ანუ სურამის ქედი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს მდიანარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრელი აუზი არ აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით დასავლეთ საქართველოს მდინარეები მდ. ყუბანის აუზისგან და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები მდინარეების - თერგისა და სულაკის აუზებისგან არის გამოყოფილი.

საქართველოს მდინარეებიდან წყლიანობით გამოირჩევა მდ. რიონი (13.2 კმ3), ჭოროხი (8.58 კმ3), მტკვარი (თბილისთან 6.5 კმ3), კოდორი (3.97 კმ3), ალაზანი (3.23 კმ3) და სხვ. საქართველოს უგრძესი მდინარეა ალაზანი - 406 კმ[4][5], შემდეგი ადგილები უკავია მდ. იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ). მტკვარი (1384 კმ) სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა. მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 351 კმ-ია[22].

საქართველოს მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მდინარეთა საზრდოობაში თითოეული ამ წყაროს მონაწილეობა და წვლილი განისაზღვრება წყალშემკრები აუზის სიმაღლის, ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, რელიეფისა და ჰავის შესაბამისად. მაღალმთიან ადგილებში მდინარეები, ძირითადად, თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ, საშუალომთიან ზონაში - წვიმისა და სეზონური თოვლის ნადნობი წყლებით, კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვებზე მდებარე მდინარეები კი - წვიმისა და, ნაწილობრივ, მიწისქვეშა წყლებით. ბევრი მდინარის საზრდოობაში ამა თუ იმ წყაროს წვლილი იცვლება მდინარის სიგძისა და წელიწადის დროის მიხედვით. გაზაფხულზე საქართველოს მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, საფხულსა და ზამთარში კი - მიწისქვეშა წყლებით.

ბაზალეთის ტბა დუშეთის რიაონში, ზ. დ-დან 878 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 1.22 კმ 2-ია, მაქსიმალური სიღრმე - 7 მ. მასში, საშუალოდ, 5.6 მლნ მ3 წყალია. ტბა ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. იანვარ-თებერვალში იგი ყინულით იფარება; ტბის სანპირო ზოლში საკმაოდ ბევრია წყალმცენარე. ტბაში ბინადრობს ქაშაყი, ნაფოტა, ხრამული, წვერა და სხვ. ტბა ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისთვის გამოიყენება

საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარები, ძირითადად, გავრცელებულია კავკასიონის ქედზე. ქვეყანაში 786 მყინვარია. მათი საერთო ფართობი 556 კმ2-ია, რაც საქართველოს მთერი ტერიტორიის 0.73%-ს შეადგენს. მყინვარები საქართველოს ფარგლებში არათანაბრადაა განაწილებული. მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზებშია თავმოყრილი.

საქართველოს მყინვართა უმეტესობა მცირე ზომისაა და მათი ფართობი 1 კმ2-ზე ნაკლებია. ისეთი მყინვარები, რომელთა ფართობიც 10 კმ2-ს აღემმატება, ცხრაა. ესენია: ლეხზირი (35,9 კმ2), წანერი (28,7 კმ2), ტვიბერი (24,7 კმ2), ყვითლოდი (12,1 კმ2), ჭალაათი (12,3 კმ2), ხალდე 10,5 კმ2), ადიში (10,2 კმ2) და ქვიში (19,3 კმ2) მდინარე ენგურის აუზში - სუათისი (11,1 კმ2)- მდინარე თერგის სათავეებში.

მყინვარების მდებარეობა ზღვის დონიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იცვლება. მდ. ბზიფის ხეობაში მყინვარები 2600 მ სიმაღლეზე, მდინარეების: ენგურისა და იორნის ხეობებში მყინვარები კი ზ. დ-დან 2970-2990 მ-ზე მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებში მყინვარები 3000-32000 მ-ზეა განლაგებული.

მუდმინი თოვლის საზღვარი, ანუ ფირნის ხაზი ზღვის დონიდან, მყინვარების ანალოგიურად, მაღლდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დასავლეთ საქართველოში ფირნის ხაზი 2550-2800 მ-ზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით 3200-3600 მ-ზე.

საქართველოს ჭაობები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში გვხვდება და მათი საერთო ფართობი, დაახლოებით, 627 კმ2-ია. საქართველოს ჭაობები, ძირითადად, დაბლობის ჭაობებს მიეკუთვნება.მაღლობის ჭაიობების მცირე ფართობები წარმოდგენილია ჯავახეთის ზეგანსა და მდ. ქვია-ხრამის აუზის ზემო ნაწილში. მცირე ზომის ჭაობები გავრცელებულია მტკვრის, ალაზნისა და ზოგიერთი სხვა მდინარის აუზში.

საქართველოს წყალსაცავებში დაგროვილია საერთო წყლის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეისათვის ექსპლუატაციაში 44 წყალსაცავია, რომელთა მოცულობა 0.5 მლნ მ3-ს აღემატება. წყალსაცავების წყლის ზედაპირის საერთო ფართობი 163 კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 0.23%-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს წყალსაცავები, ძირითადად, ენერგეტიკული დანიშნელებისაა, აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავთა უმეტესობის დანიშნულება კი ირიგაციაა.

კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: ჟინვალის წყალსაცავის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება, მორწყვა, სასმელი წყლით მომარაგება და, ნაწილობრივ, თბილისის წყალსაცავის წყლით უზრუნველყოფა. წყალსაცავები, ძირითადი დანიშნულების გარდა, ასევე, გამოიყენება თევზის მეურნეობისთვის, რეკრეაციისა და წყალდიდობის შედეგების შესასუსტებლად. მათი უმეტესობა შექმნილია მდინარის ჩამონადენის სეზონური და მრავალსყლიანი რეგულირების მიზნით.

წყალსაცავის მშენებლობა გარკვეულწილად ცვლის ბუნებრივ გარემოს: წყლით იფარება ხეობის ნაწილი, ჩნდება მეწყრული პროცესების ახალი კერები, მატულობს ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა, ირღვევა მდინარის დამონადენის რეჟიმი და სხვა, ამიტომ ამთი პროექტირებისას აუცილებელია მრავალმხრივი ანალიზის ჩატარება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო ეკოლოგიური ცვლილებები.

საქართველოს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები მარაგი 21,7 კმ3-ს შეადგენს, რაც მთელი ტერიტორიის ზედაპირული ჩამონადენის[23] 41%-ია. უმეტესად, ეს წყლები დაბალი მინერალიზაციისა[24] და სასმელად გამოსადეგია. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის სასმელი მიწისქვეშა წყლები. პირველ ტიპს მიეკუთვნება მიწისქვეშა წყლები, რომელთა მინერალიზაციის ხარისხი 0,2-0,3 გრ/ლ-ია. ამ წყლების მარაგი სამხრეთ საქართველოში 0.63 კმ3-ს შეადგენს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს 0.3-1.0 გრ/ლ მინერალიზაციის სასმელი მიწისქვეშა წყლეები, რომელთა მარაგი 2.52 კმ3-ია.

საქართველოში, ასევე, მრავლადაა ჩანჩქერები. ისი გვხვდება სამეგრელოში (ოჩხომურის, აბაშისა და ტობას ჩანჩქერები), აფხაზეთში (გეგის, კლიჩის), ყაზბეგის რაიონში (არშის, გველეთის), კახეთში (ლაგოდეხის ნაკრძალი) და სხვ.

საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად:
წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი - 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%)
თბოენერგეტიკა - 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%)
მრეწველობა - 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%)

ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება[25].
მინერალური რესურსები [რედაქტირება]

საქართველოს, თავისი ტერიტორიის სამცირის მიუხედავად, მეტად მრავალფეროვანი და უნიკალური ბუნებრივი რესურსები გააჩნია. ბუნებრივ რესურსებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინერალური რესურსები[26]. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის მეურნეობის ძირითადი დარგების განვითარებას.

მინერალური რესურსები ამოწურფადი და აღუდგენელი რესურსებია. ნებისმიერი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრეებიდან მნიშვნელოვანია სათბობ-ენერგეტიკული რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი და ტორფი.

აღნიშნული რესურსებიდან, საქართველოში დღეს ექსპლუატაციაში არსებულ საბადოებში ნავთობის მარაგი არასაკმარისია, რის გამოც ქვეყანა მის იმპორტს აწარმოებს.

ნავთობის დაზვერილი მარაგი საქართველოში მხოლოდ 13 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა მაღალია მისი ხარისხი. სავარაუდო რეზერვი 580 მლნ ტონაა, აქედან 200 მლნ ტონას ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე და მის შელფზე, 380 მლნ ტონას კი - ხმელეთზე. ძალზე პერსპექტიულად ითვლება ტარიბანის ნავთობის საბადოც. წინასწარი გათვლებით, ერთი მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია.

ქვანახშირის მრეწველობას საქართველოში თითქმის ორი საუკუნის ისტორია აქვს. პირველი ინფორმაცია ტყიბულის მიდამოებში არსებული ქვანახშირის შესახებ XIX ს.-ის 20-იან წლებს მიეკუთვნება, თუმცა მისი შესწავლა გაცილებით გვიან დაიწყო. XIX ს.-ის 80-იანი წლებიდან ცნობილია ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.

2009 წლისთვის, საქართველოში ქვანახშირის არსებული რეზერვი 450 მლნ ტონა იყო, რომელიც შეიძლება კიდევ 700 ტონით გაიზარდოს. ქვანახშირის უმეტესი ნაწილი შედარებით დაბალი ხარისხისაა.

პერსპექტიული ენერგეტიკული რესურსებიდან აღსანიშნავია ჰელიორესურსები, რომლითაც მდიდარია მესხეთ-ჯავახეთი, აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთ კავკასიონის მაღალმთიანეთი. ასევე მნიშვნელოვანია ქარის ენერგია, რომლის მნიშვნელოვანი პოტენციალით მდინარეების მტკვრისა და რიონის ხეობები გამოირჩევა.

ტორფის საბადოები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზეა წარმოდგენილი. აქ ტორფიან ფენებს დაკავებული აქვს 20 ათასი ჰა, ხოლო მისი მარაგი 60 მლნ ტონას აღემატება. ტორფი შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიურ მრეწველობაშ და საწვავად, საქართველოში კი სოფლის მეურნეობაში სასუქად იყენებენ.

ნავთობის თანმხლები ბუნებრივი აირის მოპოვება წარმოებს სამგორ-პატარძეულისა და თელეთის საბადოებზე. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საქართველოს შელფურ ზონაში ბუნებრივი აირის მარაგი 1.8 მლრდ მ3-ია

საქართველოს მადნეული რესურსებიდან აღსანიშნავია: რკინა, სპილენძი, ტყვია-თუთია, ვერცხლისწყალი და სხვ.
ფაუნა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს ფაუნა.


ცხვრის ფარა ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.

დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდ. ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია (შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).
ფლორა [რედაქტირება] მთავარი სტატია : საქართველოს ფლორა.


საქართველოს მცენარეთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 — გვიმრისებურს, 600 — ხავსებს, 650 — მღიერებს, 5000 — სოკოვნებსა და 2000 — წყალმცენარეებს.

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი - სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.