ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანის გორაზე ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა.
გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.
იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
No reviews for this item