14 აგვისტოს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ენერგომომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს „თელასის“ გეგმური სამუშაოების გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
No reviews for this item