მელოურის მღვიმეში ამ დრომდე უცნობი ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს.  RSS 2.0

მელოურის მღვიმეში ამ დრომდე უცნობი ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს.

 მელოურის მღვიმეში ამ დრომდე უცნობი ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს. 
ბღერის მღვიმეში 1986 წლის შემდეგ ექსპედიცია არ ჩატარებულა. ექსპედიციის წევრებმა დაასუფთავეს მღვიმის შესასვლელი და გაწმინდეს მდინარის მიერ მიტანილი ხის მორებისა და ქვიშისგან.

მელოურისა და ბღერის ბუნების ძეგლებს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია მართავს. ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში.
მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება. მღვიმეში ვრცელი დარბაზებია, რომელთა ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი.

Recommended reading

Фестиваль ЧАЧИ“ – „Chacha Festival "
В Грузии c сегодняшнего дня возобновляются внутренний туризм и железнодорожное сообщение.
Хачапури назвали среди 100 лучших блюд мира
В Грузии хачапури объявили памятником культурного наследия
Проект реставрации монастыря Джвари .

Comments VKontakte

Comments Facebook

Comments

No reviews for this item

მიმოხილვა

შეიყვანეთ სურათზე მითითებული ციფრები
code

By IT Design © 2018 Good Life Tours